10 სერიალი, რომელიც კარგად დაიწყო, მაგრამ "ბოლო სეზონები გააფუჭეს"
ახალი სერიალის დაწყებით გამოწვეული აღფრთოვანება, ალბათ, ბევრ ჩვენგანს გამოუცდია. ხშირად ხდება ისე, რომ სერიალი თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევს, ახალ სერიებს მოუთმენლად ველით და სიუჟეტის განვითარების შესახებ ბევრ შესაძლო თეორიაზე სხვა მაყურებლებთან ერთად ვმსჯელობთ. თუმცა დიდი ლოდინის შემდეგ ახალი სეზონიც გამოდის და მოთმინების ჯილდოდ მხოლოდ იმედგაცრუებას ვიღებთ.
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი თემა ცნობილი სერიალების განხილვაა. თუ რომელიმე სერიალის ყურებისას იმედი შენც გაგიცრუვდა, მარტო საერთოდაც არ ხარ. რედიტის ერთ-ერთ გამოკითხვაში მომხმარებლებმა ის ცნობილი სერიალები დაასახელეს, რომლებიც ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო სეზონები სრული კრახი აღმოჩნდა. სტატიაში სწორედ ამ მომხმარებლების მოსაზრებებს გიზიარებთ და მათ მიერ დასახელებულ 10 სერიალსაც გთავაზობთ.
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს
1. The Walking Dead
"პირველი რამდენიმე სეზონი შესანიშნავი იყო და საკმაოდ კარგი ტემპით მიდიოდა. შემდეგ სეზონებში კი ერთი ამბის მოყოლა იწყება, რაც დიდხანს იწელება და ბევრ შეკითხვას აჩენს. ბოლოს კი ფიქრობ, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება. ეს ყველაფერი კი დაუსრულებლად მეორდება".
2. Game Of Thrones
"პირველ ხუთ სეზონზე ვგიჟდები. მე-6 სეზონიც ძალიან მიყვარს, თუმცა მახსოვს, ზოგი სცენა უკვე აღარ მომეწონა. მე-7 სეზონში სერიალი ძალიან სწრაფად გაუარესდა. მე-8 სეზონის ყურებაზე კი უარი ვთქვი, რადგან სერიალზე წარმოდგენა ბოლომდე არ შემცვლოდა".
3. Grey's Anatomy
"გრეის ანატომია ყოველმხრივ შესანიშნავი სერიალი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ვეღარ ვასწრებ სიუჟეტის სწრაფ ცვლილებებს მივყვე, თან ეს ყველაფერი ნაკლებად სახალისოა. სერიალი რამდენიმე სეზონის წინ უნდა დასრულებულიყო".
4. Westworld
"პირველი სეზონი თითქმის სრულყოფილი იყო. აქ უნდა გაჩერებულიყვნენ და ისტორიაში Westworld ყველა დროის საუკეთესო სერიალი იქნებოდა. მაგრამ HBO-ში ზოგიერთმა სერიალით ფულის შოვნის იდეას დაუჭირა მხარი და ყველამ ვიცით, ეს როგორც სრულდება".
5. House Of Cards
"პირველი და მეორე სეზონი შესანიშნავი იყო, შემდეგ კი ყველაფერი სწრაფად გაუარესდა. ჩემი აზრით, ორი სეზონის შემდეგ შოუ უნდა დამთავრებულიყო".
6. How I Met Your Mother
"რამდენიმე დღის წინ ძველი სერიების გადახედვა მომინდა, მაგრამ შემდეგ ბოლო სეზონი გამახსენდა და ამის სურვილიც დავკარგე".
7. Vikings
"რაგნარის სიკვდილის შემდეგ სერიალის ყურება შევწყვიტე. მისი ვაჟების ისტორიები (ბიორნის გარდა) საერთოდ არ იყო საინტერესო".
8. Heroes
"პირველი სეზონი შესანიშნავი იყო. მე-2 სეზონში უკვე აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, ამიტომ ყველა სუპერძალების მფლობელი გახდა. მე-3 სეზონი კი სრული არეულობა იყო, რაც ისევ სცენარისტის ბრალია".
9. The Office
"სტივის წასვლის შემდეგ რეჟისორებმა შოუს მთავარი ხაზი დაკარგეს. მსახიობებიც მათი პერსონაჟებისგან განსხვავებულად თამაშობდნენ, ხოლო ახალი პერსონაჟების გამოჩენა საკმაოდ უცნაური იყო, სიუჟეტიც ძალიან იწელებოდა".
10. და ბოლოს, Supernatural
"დასაწყისი სეზონები ძალიან კარგი იყო, შემდეგ კი სერიალი ასეთ რამედ გადაიქცა: "კიდევ რა უცნაური მონსტრი მოვიფიქროთ, რომელიც ვინჩესტერებსა და მათ ახლობლების მოკვლით დაემუქრება?" ბოლო რამდენიმე სეზონი არ მინახავს და იმედია, მართლაც ბოლო იყო".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები