ამ სიტყვებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პროევროპულ აქციაზე სცენაზე მყოფების შეურაცხყოფა სცადა, თან აღნიშნა, რომ მათ რწმენა არ აქვთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა ამისა, საუბრისას კობახიძემ დისკრიმინაციული ქვეტექსტით ახსენა "ფსიქოლოგიური პრობლემები".

  • მისი თქმით, "ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა" და ეს რაღაც სინდრომია, რომელსაც, შეიძლება, ფსიქიატრებმა დიაგნოზი მოუძებნონ.
  • ასეთი შინაარსის განცხადებები აძლიერებს სტიგმას და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დამამცირებლად წარმოაჩენს.

დეტალები: კობახიძე ამტკიცებდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც "თავიანთი უბედურებას", ასევე "ქვეყანაში მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას" ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ.

  • "ეტყობა, ეს არის მათი ქვეცნობიერი, თუ ცნობიერი პრობლემა, სინდრომი, ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. მათთვის მისი არსებობა არის პრობლემა".
  • "წამოცდა ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერს, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმის პატრიოტიზმი".
  • "ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, და უსამშობლო ადამიანებს ჩაბარდეთ ქვეყანა. სცენაზე ვინც იდგა, იმ აქციებზე, თქვენ ნახეთ, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი. მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად, ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე".