პოზიციების დატოვების სერია ორი უმაღლესი რანგის მინისტრის წასვლით დაიწყო — ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი და ხაზინის კანცლერი, რიში სუნაკი ბორის ჯონსონის კაბინეტს გუშინ გამოეყვნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გასულ წელს არაერთ სკანდალში გაეხვა — მისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებდნენ, რასაც გადაურჩა.

  • NYT-ის თქმით, ეს მეტწილად იმის გამო მოხდა, რომ ჯონსონს თავისი კაბინეტის 100%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა;
  • ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გადადგომების გავლენა პარტიაში ჯონსონის მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, დაარღვევს.

დეტალები: დღეს გადადგა ბავშვთა და ოჯახების მინისტრი, უილ ქუინსიც.

  • ქვინსი მტკიცედ იცავდა ჯონსონს და ამბობდა, რომ პრემიერმინისტრს არ ჰქონდა ინფორმაცია, როცა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დეპუტატი, კრის პინჩერი დააწინაურა.
  • ყოფილი მინისტრის თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ მისი ეს მტკიცება მცდარი აღმოჩნდა.

კიდევ ვინ წავიდა: The Guardian წერს, რომ ორი მინისტრის წასვლის შემდეგ, თანამდებობა დატოვეს პარტიის შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსნებმაც.

  • მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს უმაღლესმა მოხელემ, ალექს ჩალკმა, პარლამენტის კერძო მდივანმა, ჯონათან გულისმა და პარტიის ვიცე თავმჯდომარემ, ბიმ აფოლამიმ;
  • წავიდა იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსიც და განაცხადა, რომ შეუძლიათ და უნდა იყვნენ "ამაზე უკეთესები";
  • პოსტს დაემშვიდობა სკოლების სტანდარტის მინისტრი, რობინ უოლკერიც და თქვა, რომ მთავრობის დიდი მიღწევები შეცდომებითა და პატიოსნების მიმართ გაჩენილი კითხვებით დაიჩრდილა.