ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ამის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას ფლობს და ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საელჩოს გადაუგზავნა. მისივე თქმით, პროკურატურასა და ინსპექტორის სამსახურს სარჩელით მიმართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები არაერთხელ გამოვლენილა, თუმცა, NGO-ების განცხადებით, პროკურატურას არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, მათვის, ვისაც უსმენენ.

  • ევროპარლამენტის რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, ეფექტურად გამოიძიოს ფარული მოსმენების სკანდალი და ჩამოაყალიბოს ადეკვატური მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული კონტროლისთვის.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ფარულ თვალთვალს ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიულ იარაღად იყენებენ, მათ შორის სუს-იც.

  • "დადასტურებული ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და მე მაქვს, გამოძიების საგნად უნდა გადაიქცეს".
  • ეს საქმე ევროპულ სასამართლოშიც იქნება წაღებული".

არქივიდან: 2021 წლის 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე, სავარაუდოდ, სუს-ის მოსმენების ამსახველი ფაილები აიტვირთა. ე.წ კრებსებში იყო ელჩებზე, აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და სასულიერო პირებზე მიყურადების ამსახველი ჩანაწერები.

  • ატვირთული იყო Word-ის ასობით ფაილი, სადაც ჩანდა, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო სამსახურები სწავლობდნენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც.
  • საიამ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ამ საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.