ანტონიო ბანდერასი და ალეკ ბოლდუინი ახალ ფილმში სახელად Lamborghini ენცო ფერარისა და ფერუჩო ლამბორგინის როლს შეასრულებენ.

ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი მაიკლ რედფორდია.

კინოსურათის სიუჟეტი ფერუჩოს შვილის, ტონინო ლამბორგინის წიგნის მიხედვით შეიქმნა.

ფილმში ბანდერასი ლამბორგინის როლს შეასრულებს, ხოლო ბოლდუინი მის მეტოქე, ენცო ფერარის განასახიერებს.

ლამბორგინი და ფერარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიებია.