მომდევნო ნაბიჯი ქვეყნების მიერ პროტოკოლის რატიფიცირებაა, რითაც ფინეთი და შვედეთი ალიანსში სრულად გაწევრიანდებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს 1990-იანიები წლების შემდეგ, NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა.

  • გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ორივე ქვეყანა ალიანსს დიდ სარგებელს მოუტანს.

დეტალები: ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამას ისტორიულ მომენტს უწოდებს.

  • "მაგიდის ირგვლივ 32 წევრით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით";
  • პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჰელსინკი და სტოკჰოლმი NATO-ს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ და დაზვერვაზე წვდომა ექნებათ;
  • თუმცა ისინი ალიანსის მე-5 მუხლით დაცულები არ იქნებიან.

რა ხდებოდა მანამდე: 29 ივნისს NATO-მ ალიანსში გასაწევრიანებლად ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვია.

  • ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთი მათ გაწევრიანებას დათანხმდა;
  • თავდაპირველად რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ ფინეთ-შვედეთის გაწევრიანებაზე პოზიტიური შეხედულებები არ ჰქონდა.