SOU 2017-ის ორგანიზატორები ჟურნალისტებს შეხვდნენ და ფესტივალის გეგმები გააცნეს
დღეს, 12 მაისს, თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის, SOU 2017-ის ორგანიზატორები და პარტნიორები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა სასტუმრო ROOMS HOTEL-ში გაიმართა და მას ჟურნალისტები, ხელოვანები, თბილისის მერიის წარმომადგენელი და ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები ესწრებოდნენ. ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის კულტურული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ და მისი პროგრამაც გააცნეს.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ ფესტივალს საქართველოსთვის, როგორც კულტურული, ისე ტურისტული თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ეს არის საქვეყნო პროექტი, რადგან ამ ფესტივალის დახმარებით საქართველო ჩნდება თანამედროვე კულტურულ რუკაზე.
"საერთაშორისო მედიაში საქართველო აღარ არის მხოლოდ მისი სამზარეულოთი ან ანტიკური ისტორიით საინტერესო, არამედ თანამედროვე კულტურითაც შუქდება. ეს კი, თანამედროვე კლასიკოსი შემსრულებლების დამსახურებაცაა, რომლებიც არნახული კონცენტრაციით იყრიან თავს საქართველოში ამ ფესტივალის ფარგლებში", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.
ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის პროგრამასა და მოწვეულ მუსიკოსებზეც. SOU 2017-ზე საქართველოში ისეთი მუსიკოსები ჩამოვლენ, როგორებიც არიან კრისტოფერ ტინორი, რიო მურაკამი, ბრაიან ინო, რობერტ ჰენკე და სხვ.
როგორც შოთა დიღმელაშვილი ამბობს, ცნობილი და წარმატებული უცხოელი მუსიკოსების დათანხმება შარშანდელი ფესტივალის შედეგებმა გაამარტივა.
"არტისტები, რომლებიც გასულ წელს გვყავდნენ მოწვეულნი, ჩავიდნენ თავიანთ ქვეყნებში და თავის პროფესიულ წრეში ისაუბრეს, რომ არაჩვეულებრივი ფესტივალი გააკეთა უცხო ქვეყანამ. ასეთი შეფასებები გვეხმარება, რომ მომავალში უფრო და უფრო დიდი ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წელს რეპუტაცია კიდევ უფრო დიდი გვექნება და უფრო დიდ მუსიკოსებსაც ჩამოვიყვანთ", - თქვა მან.
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა ფესტივალის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს. მათი თქმით, ფესტივალი გაფართოებას გეგმავს და შესაძლოა, მომავალ წელს ის საქართველოს ნაცვლად, სხვა რომელიმე ქვეყანაში ჩატარდეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მუსიკოსების მონაწილეობის მნიშვნელობასაც. ორგანიზატორების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველ არტისტებს, რომლებიც მაღალი ხარისხის მუსიკას ქმნიან. ეს რომ მართლაც ასეა, ამას ფესტივალის მონაწილეთა სიაც მოწმობს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფესტივალის გაფართოებასთან ერთად არ შეიცვლება ქართველი მუსიკოსების მიმართ დამოკიდებულება. მათი თქმით, სადაც არ უნდა ჩატარდეს SOU ფესტივალი, მას ყოველთვის ქართველი მუსიკოსები გახსნიან.
ფესტივალი 15 მაისს გაიხსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს.
"ძალიან ინტენსიური სამზადისი მიმდინარეობს. გუშინ ვიყავით ცირკში და შევამოწმეთ აკუსტიკა. გავდივართ რეპეტიციებს და მოუთმენლად ველოდებით შოუს გახსნას. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტი გამოვა" - ამბობს Tete Noise.
სიმებიანი კვარტეტის ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე ეროიანი მიიჩნევს, რომ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ფესტივალის გახსნა უწევთ.
"ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთი დიდი ფესტივალის გახსნა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან პირველად ვმონაწილეობთ ასეთი ტიპის ფესტივალში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის" - ამბობს ალექსანდრე.
ფესტივალის წარმდგენია Rooms Hotels. Sou Festival 2017 იმართება "Check in Georgia"- ს ფარგლებში.
ფესტივალის მხარდამჭერები:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში , გოეთეს ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო Expo Georgia, Turkish Airlines;
ექსკლუზიური ინტერნეტ პარტნიორია: Adjaranet.com
მედია პარტნიორები კი - რუსთავი 2, On.ge და რედაქცია N3 არიან.
ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე: SOU 2017;
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისიდან - 5 ივლისამდე გაიმართება. SOU ფესტივალი მეორე წელია ტარდება და შარშანდელთან შედარებით პროექტმა დიდი პროგრესი განიცადა. გასულ წელს ფესტივალი ერთკვირიანი იყო, წელს კი ის ორ თვიანი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებლების წინაშე 26 წარმატებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსი წარდგება.
ამ თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები