ამერიკელი ქალი, რომელსაც თინეიჯერობის დროს ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, კალიფორნიის გუბერნატორის გადაწყვეტილებით შეიწყალეს. სარა კრუზანი 16 წლის იყო, როცა სექსუალური ექსპლუატაციისა და მასზე ძალადობის გამო კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

1995 წელს სარას პირველი ხარისხის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თუმცა 2010 წელს არნოლდ შვარცენეგერმა, რომელიც ამ პერიოდში კალიფორნიის გუბერნატორი იყო, სარას სამუდამო პატიმრობა 25-წლიანი პატიმრობით შეცვალა.

2014 წელს სარას შესახებ გადაწყვეტილება ისევ შეიცვალა და ქალს ამჯერად მეორე ხარისხის მკვლელობისთვის და იარაღის გამოყენებისთვის 25-ის ნაცვლად ჯამში 19 წელი მიუსაჯეს. საბოლოოდ, სარამ ციხეში 18 წელი გაატარა, შემდეგ კი შეიწყალეს.

"მართალია, კრუზანმა დანაშაული ჩაიდინა და ამას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა შემდეგ პატიმარმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და თავი საზოგადოებრივ შრომას მიუძღვნა. შეწყალების ეს აქტი კრუზანის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ამართლეს, მაგრამ მის შრომასა და საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლას ითვალისწინებს", — ნათქვამია შეწყალების შესახებ გუბერნატორის გადაწყვეტილებაში.