5 ივლისის ძალადობაზე Tbilisi Pride-ის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო
ინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) გაავრცელა, რომელიც Tbilisi Pride-ისა და ლგბტქ+ აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოში იცავს. მათი ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს, შესაძლოა, პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალიტს.
- ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
- ამ დრომდე არ დასჯილან ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები, რომლებიც ღიად აანონსებდნენ ძალადობას Tbilisi Pride-ის აქტივისტებისა და რუსთაველზე შეკრებილების წინააღმდეგ.
- იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.
GDI-ის ცნობით, მოსაჩივრეები საჩივრით ხელისუფლების უმოქმედობისა და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვენ.
- კერძოდ, საუბარია კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებზე.
დეტალები: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დაკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია 13 ოქტომბრამდე საჩივრის ყველა საკითხზე სასამართლოს კითხვებს პასუხი გასცეს.
- "სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 5 ივლისს და რამდენად შეასრულა მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები".
- "სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა, 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ.
არქივიდან: გასული წლის 5 ივლისის დილას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Tbilisi Pride-ის ბრალეულობაზე ისაუბრა და მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ გამოსული, აქტივისტებს პროვოკაცია დააბრალა.
- არასამთავრობო სექტორმა ღარიბაშვილის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასა.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები