სულ მალე დიდ ეკრანზე X-Men-ის ფილმების სერიის კიდევ ერთი ნაწილი გამოვა. მუტანტების შესახებ გადაღებულ სპინოფში კი ერთ-ერთ მთავარ როლს კი "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი მეისი უილიამსი შეასრულებს.

ფილმის გადაღებები ივლისში დაიწყება და მისი რეჟისორი ჯოშ ბუნი იქნება, პროდიუსერები კი საიმონ კინბერგი და კარენ როზენფელტი იქნებიან.

მეისი უილიამსისა და ფილმში არსებული ყველა ახალი მუტანტს კრის კლერმონტი და ბობ მაკლოიდი შექმნიან.

ახალი ფილმი ფოკუსირებული იქნება მუტანტებზე მსოფლიოს გარშემო, აქ შეხვდებით როგორც ინდიელ, ასევე ბრაზილიელ, რუს და სხვა ქვეყნის მუტანტებს.

მეისის პერსონაჟი, რელიგიური გოგო იქნება, რომელიც ცდილობს შეეგუოს ფაქტს, რომ მას მგლად გადაქცევა შეუძლია.