კორუფცია ლათინური სიტყვაა და გაფუჭებას, განადგურებას ნიშნავს. სახელმწიფო ინსტიტუტების გარდა ამ პრობლემის წინაშე ბიზნესიც შეიძლება აღმოჩნეს. კორუფციას ადგილი მაშინ აქვს, როდესაც ძალაუფლების მფლობელები მას არალეგიტიმურად, სარგებლის მისაღებად იყენებენ.

იცოდი, რომ კორუფციის აღმოფხვრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილიცაა? გაეროს გლობალური შეთანხმების მე-10 პრინციპი სწორედ ამ პრობლემას ეხება. ის ბიზნესებს ავალდებულებს, არა მხოლოდ თავიდან აიცილონ მექრთამეობა, გამოძალვა და კორუფციის სხვა ფორმები, არამედ პროაქტიულად შეიმუშაონ პოლიტიკა და კონკრეტული პროგრამები კორუფციის აღმოსაფხვრელად.

სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად არ აქვს დეტალური ინფორმაცია კორუფციის სხვადასხვა სახესა თუ მასშტაბებზე. თუ გსურს გაიგო, რა ცოდნას ფლობ თავად — მაშინ ეს ტესტი შენთვისაა.

ტესტი: რა იცი კორუფციაზე?

ტესტის დაწყება

1 / 10 იცი თუ არა, სად ფიქსირდება კორუფციის აღქმის ინდექსის 2021 წლის მონაცემებით, კორუფციის ყველაზე მაღალი დონე?

Dribbble

2 / 10 საერთაშორისო გამჭირვალობის მიხედვით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროექტის ღირებულებაზე საჯარო შესყიდვებში არსებულმა კორუფციამ?

Dribbble

3 / 10 თუ გამოიცნობ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით რა თანხა იხარჯება ქრთამებში?

Dribbble

4 / 10 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კორუფციას?

Dribbble

5 / 10 როგორ ფიქრობ, "ბიზნესის კეთების" 2020 წლის რეიტინგში, მერამდენე ადგილს იკავებს საქართველოს ბიზნეს გარემო?

6 / 10 აბა, ამას თუ იტყვი, რომელ დღეს აღინიშნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე?

Dribbble

7 / 10 ბოლო 5 წლის განმავლობაში ფულის კუპიურებისა და მონეტების სარგებლობა საგრძნობლად შემცირდა. იცი, რომელ ქვეყანაშია მინიმუმამდე შემცირებული ქეშის გამოყენება?

ფულის კუპიურებისა და მონეტების გამოყენების შემცირება ელექტრონულ გადარიცხვებს უკავშირდება, რამაც შესაძლო ქრთამებისა და კორუფციული გარიგებების მიკვლევადობა, მათი ელექტრონული აღრიცხვის გამო გაამარტივა.

Dribbble

8 / 10 კორუფციის აღქმის ინდექსში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით რომელი ქვეყანა ლიდერობს?

Dribbble

9 / 10 რა შეიძლება წარმოადგენდეს ეთიკურ პრობლემას კომპანიაში?

Dribbble

10 / 10 რა გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს ქრთამს კომპანიაში?

Mohamed Hassan / Pixabay

იტვირთება...
ერთი წუთით...