აქტივისტები მარნეულის ბაზარში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, როცა რამდენიმე პირი მათთან მივიდა და სახელისუფლებო მესიჯბოქსებით ლანძღვა დაუწყო. ისინი მათ ომში ჩართვის მცდელობას აბრალებდნენ.

დეტალები: ერთ-ერთი პირი ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას დაუპირისპირდა და უთხრა, რომ არასდროს აპატიებენ ქართული ჯვრის გადახაზვას.

  • საუბარია პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს ლოგოზე, რომელზეც ჯვრის ფორმის გამოსახულებაა — აქტივისტმა ის რამდენიმე თვის წინ პროტესტის ნიშნად გადახაზა.
  • "შენს სარწმუნოებას შევეხეთ ჩვენ? შენ ხარ ომის პარტიის წარმომაგენელი", — ეუბნება მას ხალხი, რომელიც ფლაერების დარიგებაში ხელს უშლის.
  • მათ რამდენჯერმე აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

რადიოს მარნეულის ინფორმაციით, აქტივისტებს ხელს უშლიდნენ ადგილობრივი მერიის, საკრებულოს და ააიპე-ბის თანამშრომლები. კერძოდ:

  • მერიის წარმომადგენლები, ირმა ზარქუა და "ქალთა ოთახს" ხელმძღვანელი, რიმა ოთარაშვილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სახელისუფლებო პარტაქტივი მოძრაობა #შინევროპისკენ წარმომადგენლებს უკვე არაერთ ქალაქში დახვდა.

  • მათი ნაწილი სიტყვიერად უპირისპირდება აქტივისტებს და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებს.
  • ისინი ხვალ, 3 ივლისის აქციაზე აწვდიან მოქალაქეებს ინფორმაციას და აცხადებენ, რომ არ ფორმით ხელისუფლება მათთვის ხელის შეშლას ფიქრობს.