უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგები განაახლა. უწყების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 35 870 რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. მათ არ უთქვამთ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ, როდესაც განაცხადეს, რომ დაღუპულია 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი.

რიცხვებში: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 1 582 რუსული ტანკი, 800 საარტილერიო და 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა. გარდა ამისა:

  • 217 თვითმფრინავი;
  • 186 ვერტმფრენი;
  • 15 გემი, ნავი;
  • 2 614 საავტომობილო ტექნიკა.

რა დანაკარგები აქვს უკრაინას: შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, რასაც სტრატეგიულ მიზნებით ხსნიან. ბოლო მონაცემები 11 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა გაავრცელა.

  • ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს.
  • რადას ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია კი ამბობს, რომ ყოველდღიურად დონბასში 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი შავდება, 200-დან 500-მდე კი იღუპება.

მანამდე, პირველ ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ დღიური დანაკარგები 60-დან 100-მდე ჯარისკაცია.

ფართო სურათში: დონბასში, დაძაბული ბრძოლებია. ბოლო 2 კვირაში დაღუპულთა რიცხვის ზრდა, შესაძლოა, სწორედ ამას და სამხედრო ტექნიკის სიმცირეს უკავშირდებოდეს.

  • არახამიას ინფორმაციით, ბრძოლებისთვის ახლა მილიონამდე ადამიანი ყავთ მობილიზებული და კიდევ 2 მილიონის მობილიზება შეუძლიათ, თუმცა საჭირო იარაღი არ აქვთ.
  • უკრაინა რამდენიმე თვეა აქტიურად ითხოვს ტექნიკას, შედეგად, ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყნისგან დამატებითი დახმარება მიიღეს.