ეს გადაწყვეტილება პირველ ივლისს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-5 რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უკრაინელების ბორშჩისადმი დამოკიდებულებას "ექსტრემიზმისა და ნაციზმის გამოვლინება" უწოდა.

  • უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი, ალექსანდრე ტკაჩენკო ამ გადაწყვეტილებას საზეიმოდ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ბორშჩის ომში" უკრაინამ გაიმარჯვა.

დეტალები: UNESCO-მ თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ უკრაინული ბორშჩის მომზადების კულტურა სასწრაფო დაცვას საჭიროებს.

  • მათი თქმით, მიმდინარე ომისა და ამ კერძის მომზადების ტრადიციაზე მისი ნეგატიური ზემოქმედების ფონზე, უკრაინამ საბჭოს სთხოვა, რომ ბორშჩის ნომინაციის განხილვა დაეჩქარებინათ.