ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიქელაძის ცნობით, ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 400 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას იღებდა.

  • მისი თქმით, სხვა რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას.

დეტალები: სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა სასამართლო დავა 2019 წელს დაიწყო, რასაც ადგილობრივი ეპარქიის მხარიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

  • "იყო უპასუხისმგებლო კამპანია, თითქოს, ჩვენ ვასაჩივრებთ მარნეულის სოფლებში ჯვრების აღმართვას, რაც იმთავითვე ავხსენით, რომ დაუსაბუთებელი პროვოკაცია იყო სარჩელის და ჩვენ წინააღმდეგ", — ამბობს მიქელაძე.

მიქელაძე ამბობს, რომ მათი მიზანია, საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის იხარჯებოდეს.

  • "სახელმწიფო პოლიტიკა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიზებისგან და უთანასწორობისგან".
  • "ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისათვის".

საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების მცირე ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებას.

  • მიქელაძის თქმით, ამგვარ პრაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ, დამატებითი სოციალური და კულტურული უსამართლობების კონტექსტი აქვს.