უკრაინული მედიის ცნობით, ახალი სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინე იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 31 მაისს რადამ ყოფილ სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა.

  • ადგილობრივი მედიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დენისოვას რიტორიკის გამო, რომლითაც ის რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებს აღწერდა.
  • ათეულობით ჟურნალისტმა მოაწერა ხელი მიმართვას და ყოფილ ომბუდსმენს მოუწოდა, ასეთი სენსიტიური ინფორმაციის გავრელებისას ეთიკის შესაბამისად ემოქმედა.

დეტალები: Ukrainska Pravda-ს ცნობით, ახალი ომბუდსმენი 250 ხმით აირჩიეს.

არქივიდან: ყოფილი ომბუდსმენის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები 2022 წლამდეც ისმებოდა.

  • UNN-ის ინფორმაციით, ხალხის მსახურები დენისოვას დათხოვნაზე 2021 წელსაც საუბრობდნენ;
  • მაშინ დეპუტატმა შესთავაზა პარლამენტს, დროებითი სპეციალური კომისია შექმნილიყო, რათა დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტები შეემოწმებინათ.