ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ... — როგორ გაამართლეს ძალადობა კანონმდებლებმა
თმენის ვალდებულება რომ გვერდით გადავდოთ, მმართველი გუნდის დეპუტატებს საზოგადოების წინაშე დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ. გუშინდელი საღამოს შემდეგ კი ვხედავთ, რომ ამ პასუხისმგებლობის აღებას და გააზრებას არავინ აპირებს. მეტიც, თავის მართლებას ისე ცდილობენ, რომ დამნაშავე არა მოძალადე, არამედ მსხვერპლი გამოჩნდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და გუშინ ასეულობით ადამიანის გარემოცვაში კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს თავს დაესხა.
- შემთხვევა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.
- უფლებადამცველები და მედიები ხშირად ვამბობთ, რომ ხელისუფლების რიტორიკა ძალადობას ახალისებს, მაგრამ როცა დეპუტატი თავად არის მოძალადე და თან ცდილობს, დაუსჯელი დარჩეს, ეს საგანგაშო სიგნალია სხვა ჯგუფებისთვის.
რას ამბობს ოხანაშვილი: საკუთარი ქმედებების გამართლებას, ისეთ საკითხებზე აპელირებით ცდილობს, როგორიცაა "ქართველობა" და "კაცობა". ამბობს, რომ მისი ქმედება "პროპორციული" იყო, "ზღვარგადასული არაფერი გაუკეთებია" და წერეთელმა "მიიღო პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
- ეს, ერთი მხრივ, ქუჩური მენტალიტეტის გამოვლინებაა, სწორედ ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მსგავს შემთხვევებში აგრესია მისაღებია.
- მეორე მხრივ, კი დეპუტატი ამტკიცებს, თითქოს "ყურთან ჩურჩულით უკადრებელი უთხრეს" და "პროვოკაციაზე წამოაგეს" — რომც დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა, თმენის ვალდებულების კომპონენტი არსად ქრება.
- მეტიც, კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა მასზე და "პროვოკაციაზე" უმკაცრეს რეაგირებას ითხოვს.
- აქვე ის მოითხოვს, წერეთელი ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმონ.
ზარქუა და მგალობლიშვილიც, რომლებიც ვატო წერეთელმა ინციდენტის მონაწილეებად დაასახელა, იმავეს იმეორებენ — მათი აზრით, ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ... ისინიც ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს, როცა საქმე "კაცის ღირსებას" ეხება, მსგავსი საქციელი მისაღებია.
- ზარქუა: "ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან!"
- მგალობლიშვილი: "ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო პროვოკაცია, მივიდა ბატონ ანრისთან და მას ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ალბათ, კი არა, ვერ აიტანს ვერასოდეს" .
განმეორებადი მესიჯბოქსი: ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა, როგორც სჩვევიათ, თანაგუნდელის დაცვა დაიწყეს.
- ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ძალადობის გამართლებას "ადამიანური ფაქტორით" ცდილობს და ამბობს, რომ თუ პროვოკაციაა, ბუნებრივია, "შეიძლება ცუდი რეაქცია მოჰყვეს".
- ელისო ბოლქვაძემ ოხანაშვილს "უპირობო მხარდაჭერა" გამოუთქვა და რატომღაც დარწმუნებულია, რომ "ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა, მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციითაა შესაძლებელი".
- ახალი არგუმენტი შემოიტანა გია ვოლსკიმ და სხვა ზემოთჩამოთვლილ ფრაზებს ოხანაშვილის "მეოჯახეობაც" დაამატა: "რას შეეძლო გაწონასწორებული, მეოჯახე, კანონმორჩილი ადამიანი გამოეყვანა წყობიდან, გასაგებია".
- მდინარაძემ განგვიმარტა, თითქოს მომხდარის მხოლოდ 2 ვერსია გვაქვს და ის, რომელშიც დეპუტატი მოძალადეა, რთული დასაჯერებელია — იქვე ვატო წერეთელს "ნაცობა" დააბრალა და თქვა, რომ "არ არსებობს მათზე პროვოკატორი" ხალხი.
ძალადობა დაგმო ქარტიამ და ქართული ოცნების დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
- "ყველა დავმუნჯდით", — ასე გამოეხმაურა მომხდარს ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.
- ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის გაცხადებით, როგორც კი ხელისუფალი კუნთებზე ყურებას იწყებს, იქ იწყება მისი დასასრულიც.
- ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნების" პრემიერმა ის დაადანაშაულა ღალატში და ამაზე უარესი ვერაფერი იქნება. იქვე დეპუტატი კითხულობს: "მე უნდა მივსულიყავი და მეთხლიშა პრემიერმინისტრისთვის?"
სტრიქონებს შორის: გუშინ ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. პარტაქტივი სწორედ სახელისუფლებო მესიჯბოქსებით და არგუმენტებით უპირისპირებოდა აქტივისტებსა და ოპოზიციას.
- ფიზიკურად გაუსწორდნენ კამპანია #შინევროპისკენ მონაწილე სტუდენტებს.
- ძალადობის მცდელობა იყო დედაენის პარკშიც, სადაც აქტივისტებს საინფორმაციო შეხვედრა ჰქონდათ.
- მოძრაობის წევრებს ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ რეგიონებშიც.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები