ქარტია ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: TV პირველის დამფუძნებელს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაესხა თავს.

  • TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი Facebook-ზე წერს, რომ ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა.

დეტალები: შემთხვევა აშშ-ს საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. წერეთელი საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

  • მელაძე საუბრობს, რომ გაშველებისას დაზიანდა TV პირველის აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.

  • მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.

ოხანაშვილი ამტკიცებს, თითქოს წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო".

  • არ აკონკრეტებს რა პროვოკაციაზეა საუბარი, თუმცა აცხადებს, რომ "ამას ვერც ერთი ქართველი ვერ მოითმენდა".

აშშ-ის საელჩო სწავლობს ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

  • მათი განცხადებით, ცნობილია ინფორმაცია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ.