ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც TV პირველის დამფუძნებელს დაარტყა ამტკიცებს, თითქოს მან "უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო".

რატომ არის მნიშვნელოვანი: წერეთლის განცხადებით, მას თავს ქართული ოცნების დეპუტატები დაესხნენ — ხელი დაარტყეს და ჭიქა ესროლეს.

  • თავდასხმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.

ოხანაშვილი არ აკონკრეტებს რა პროვოკაციაზეა საუბარი, თუმცა აცხადებს, რომ "ამას ვერც ერთი ქართველი ვერ მოითმენდა".

  • რუსთავი 2-თან ამბობს, რომ სურდა ეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც.
  • "გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა".
  • მისი თქმით, იყო მცირე შეხლა-შემოხლა.

ვატო წერეთელი ითხოვს, საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

  • ამბობს, რომ მისკენ ოხანაშვილი დაიძრა, რომელსაც მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი.