TV პირველის ცნობით, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოხანაშვილი ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. წერეთელი კი TV პირველის მფლობელია.

  • TV პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს, ოხანაშვილის გარდა, თავს დეპუტატი ლევან მგალობლიშვილიც დაესხა.

ტელევიზია მოითხოვს, საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ვატო წერეთელმა პირველი კომენტარი გააკეთა და მანაც მოუწოდა საელჩოს გაასაჯაროოს კადრები. მისი თქმით, ადგილზე იყვენენ თვითმხილველებიც.

  • "მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე დამიწყო გარჩევები".
  • "რაღაცებს მიყვიროდა, შემდეგ ხელი მომიქნია სახეში, სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე".

ნოდარ მელაძის თქმით, გაშველებისას დაზიანდა TV პირველის აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

  • TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი Facebook-ზე წერს, რომ ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა