ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არ წყვეტს მხოლოდ საკონსულო ურთიერთობებს, ვენის კონვენციის მეორე მუხლის თანახმად.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სირიამ უკრაინის ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

  • რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას მხოლოდ ფედერაციასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ქვეყნები ცნობენ. არცერთ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეს ტერიტორიები არ უღიარებია.

უკრაინა აცხადებს, რომ გმობს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და სავაჭრო ემბარგოს და სანქციებსაც აწესებს.

  • განიხილავენ, როგორც არამეგობრულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
  • "სირია ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებს სუბიექტურობა შესძინოს, მისი კურატორის, კრემლის დავალებით".

აქამდე: სირიის პრეზიდენტმა სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ურთიერთობის დამყარების მიზანი თებერვალში გააჟღერა.

  • მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
  • რამდენიმე დღეში კი პუტინმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა