1 ივლისს წისქვილი ჯგუფის სარესტორნო ქსელს კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება ქალაქ მცხეთაში.

რესტორანი "წისქვილი მცხეთაში" მდებარეობს სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის დასაწყისში. ის ნამდვილად მოგხიბლავთ არა მხოლოდ კერძების გემოვნური თვისებებით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

წისქვილი მცხეთაში სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ.

კომპლექსში შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის ძველებური იერსახე დროში გამოგზაურებთ და გაგიცოცხლებთ ღვინის კულტურის ისტორიას, საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულ ქვევრის ტრადიციასა და წინაპრების ღირებულებებს. მარანში ასევე შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა, უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას.

"წისქვილი მცხეთაში" ასევე დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს. ასევე, რესტორნის ტერიტორიაზე შეხვდებით ღია ტერასას მტკვრiს პირას ბარით და სხვადასხვა შოუ-პროგრამებით დატვირთული სასცენო სივრცით. შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე სრულყოფილს ხდის პეიზაჟს. ამასთანავე, წისვილი ჯგუფი გთავაზობთ თქვენი სტუმრობა მცხეთაში კიდევ უფრო დავიწყარი გახადოთ მტკვარზე ნავით გასეირნებით.

გელით, ჩვენ დაუვიწყარი მოგონებების, არაჩვეულებრივი გემოებისა და შამბეჭდავი სანახაობის ნაზავს გთავაზობთ მცხეთაში.

წისქვილი ჯგუფი 2002 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ გარემოს, მომსახურებას და კერძებს სთავაზობს. ჩვენთან, მრავალფეროვანი გემოებით მდიდარი ქართული სამზარეულო სინთეზშია ეთნო სტილში გადაწყვეტილ გარემოსთან. 20 წელია რაც კომპანია ანვითარებს ქსელს და დღეს უკვე 6 დიდი სარესტორნო კომპლექსით არის წარმოდგენილი, ამ ხნის განმავლობაში მოვემსახურეთ 3 მილიონამდე ქართველ და უცხოელ სტუმარს.

ფოტო: წისქვილი ჯგუფი

მცხეთაში "წისქვილი ჯგუფმა" 100 ადამიანი დაასაქმა. სამომავლოდ კიდევ არაერთი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. წისქვილის სარესტორნო კომპლექსი ახლა უკვე მცხეთაშიც განაგრძობს იყოს საუკეთესო მასპინძელი და ღირსეულად წარმოაჩინოს ნამდვილი ქართული.