ახალ-ახალი კერძების აღმოჩენა ზოგ ჩვენგანს ძალიან უყვარს. თუ კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოირჩევი, მაშინ გემრიელი კერძების გასასინჯად რესტორანს უნდა მიაკითხო. მაგრამ როგორ უნდა შევაფასოთ რესტორნის მომსახურება, თუ იქ არასდროს ვყოფილვართ?

ამ შეკითხვით რედიტის მომხმარებლებიც დაინტერესდნენ, რომლებსაც რამდენიმე შეფ-მზარეულმა თავიანთ გამოცდილება გაუზიარა. სტატიაში სწორედ მათ პასუხებს გთავაზობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის რესტორნები.

1. "ჭუჭყიანი სველი წერტილები და იატაკი ანტისანიტარულ სამზარეულოზე მიანიშნებს", — u/RedWingWay

2. "თუ რესტორანში ზღვის პროდუქტების სუნს იგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი არ არის. ზღვის პროდუქტებს სუნი არ აქვს, სანამ არ დაძველდება", — u/TheIndulgery

3. "ხალიჩა, რომელიც რესტორნის იატაკზეა მიკრული, ყველაზე ამაზრზენი რამაა, რაც ოდესმე მინახავს. აშკარაა, რომ მტვერსასრუტით მისი სრულყოფილად გასუფთავება შეუძლებელია", — u/eyebrowshampoo

ფოტო: Getty Images

4. "მრავალფეროვანი მენიუ იმის ნიშანია, რომ საკვები ან გაყინულია, ან უკვე მომზადებულ კერძებს ხელახლა აცხელებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ინგრედიენტებიც რამდენიმე დღის შეძენილია", — u/DaleGribble3

5. "თუ თეფშები შეკვეთილი კერძებით მხოლოდ ნახევრად არის სავსე, მაშინვე გაიქეცი", — u/younggeezer109

6. "როგორც წესი, რესტორნის თანამშრომლებს ბეიჯები, რომელზეც მათი სახელი წერია, მთელი მუშაობის განმავლობაში უკეთიათ. თუ ბეიჯები ახალია და გაცვეთილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებიც ახლა მიიღეს. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ მომსახურება დაბალი დონის იყო. გარდა ამისა, რესტორანს პროფესიონალი კადრების შერჩევა უჭირს, რამაც საკვების ხარისხზეც უნდა დაგაფიქროს", — u/partofbreakfast

7. "თუ რესტორანში შესვლისას არავინ გესალმება და პერსონალი ცდილობს, რომ მზერა აგარიდოს, ეს ცუდი ხარისხის ნიშანია", — u/TheRealOWFreqE

8. "პური აუცილებლად ახალი უნდა იყოს და თუ ასე არ არის, მაშინ არც პერსონალი ზრუნავს ამაზე და პურის ხარისხს არც შეფ-მზარეული აფასებს", — u/tissuesforreal

ფოტო: Getty Images

9."თუ პერსონალი გადაღლილი ჩანს, ეს ცუდი მენეჯმენტის ბრალია. გამოცდილი მენეჯერები კარგ კადრებს არჩევენ და მათთან მეგობრული ურთიერთობაც აქვთ, რაც წარმატებულ ბიზნესს ნიშნავს. ცუდი მენეჯერი კი ამის საპირისპიროს აკეთებს, რაც რესტორნის ხარისხზეც აისახება", — u/Mikourei

10. "რესტორანი იაფფასიანი კეტჩუპით გიმასპინძლდება, თუ მისი ბრენდი ნახვის საშუალებას არ გაძლევს"