დღეს 16:00 საათზე სირცხვილიას 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა-დისკუსია აქვს დაგეგმილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს სტუდენტებს, რომლებიც აქციის ფლაერებს არიგებდნენ, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

  • სტუდენტები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.

დეტალები: სირცხვილიას აქტივისტის თქმით, პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი.

  • "როგორც იცით #შინევროპისკენ მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად, არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში";
  • "მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან".

არქივიდან: 24 ივნისს აქციაზე #შინევროპისკენ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

  • მონაწილეების მიერ მთავრობისთვის დაწესებული ერთკვირიანი ვადა კვირას, 3 ივლისს გადის;
  • პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და მათ შესრულებამდე არ დაიშლებიან.