რას უპასუხა პუტინმა G7-ის ლიდერების ხუმრობას
G7-ის ლიდერების ხუმრობას პუტინმა ირონიით და შეურაცხმყოფელი ქვეტექსტით უპასუხა, თან იმას გაუსვა ხაზი, რომ თვითონ ფორმაშია, მისი კოლეგები კი არა. იქვე ირონიულად დაამატა, რომ აქებს მათ, რადგან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი დაიწყეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინი "სიძლიერის" დემონსტრაციისთვის ხშირად ავრცელებს ფოტოებს ვარჯიშიდან, თევზაობიდან და ა.შ.
- უმეტეს მათგანში რუსეთის პრეზიდენტი წელსზევით შიშველია — კადრებს კრემლის პროპაგანდა იმის საჩვენებლად იყენებს, რომ ის ფორმაშია, ჯანმრთელია და ქვეყნის მართვა შეუძლია.
- მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედიამ რამდენჯერმე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ცხენზე მკერდმოშიშვლებული ზის, ატარებს ოქროს ჯაჭვს, სათვალეს და აცვია სამხედრო შარვალი.
რა მოხდა: G7-ის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ სამიტზე იხუმრეს. ამ თემაზე საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაიწყო, შემდეგ კი ჯანსტინ ტრუდომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განავრცეს.
- "გავიხადოთ ქურთუკები, თუ კიდევ უფრო მეტი რამ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ", — ამბობს ჯონსონი.
- "მკერდმოშიშვლებული ჭენება", — პასუხობს კანადის პრემიერმინისტრი.
- "ოჰ, დიახ, ჭენება საუკეთესოა", — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
რა თქვა პუტინმა: მან ხაზი გაუსვა, რომ G7-ის ლიდერებს კარგად იცნობს, მაგრამ ახლა ურთიერთობის საუკეთესო პერიოდი არ ქვთ. აქვე დაამატა, რომ ისინი ლიდერები არიან, რაც ნიშნავს, რომ ხასიათი აქვთ, ამიტომ თუ მოინდომებენ და საკუთარ თავზე იმუშავებენ, "სასურველ წარმატებას მიაღწევენ".
- "არ ვიცი, როგორ სურდათ გახდა — წელამდე თუ წელს ქვემოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა".
- "მაგრამ თუ გავიხსენებთ პუშკინს, შეიძლება სიტყვებსა და დეტალებში შევცდე, ჩემი აზრით, მან თქვა: "შეგიძლია იყო საქმიანი ადამიანი და იფიქრო ფრჩხილების სილამაზეზე".
- "ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამას: ადამიანში ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს განვითარებული, სულიც და სხეულიც".
- "მაგრამ იმისათვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიული იყოს, თქვენ უნდა მიატოვოთ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, სხვა მავნე ჩვევები, დაკავდეთ ფიზიკური კულტურით, სპორტით".
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები