NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთსა და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს აღიქვამს. კონკრეტულად, გამოკითხულთა 34 პროცენტის აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიაა. 16 პროცენტის აზრით - აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის ოკუპაცია. ჩამონათვალში მოხვდა რუსული პროპაგანდა, ეკონომიკური და ენერგოდამოკიებულება რუსეთზე.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ეს ქვეყანა აშშ-ია. 12 პროცენტის აზრით - საქართველო, 10 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი.

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით, CRRC-იმ 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხული 2 493 მოქალაქე წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეირჩნენ და პირისპირ ინტერვიუს სახით გამოჰკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარია 2,7 პროცენტი. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.