გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა NATO-ს სამიტზე გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსული კიბერთავდასხმის მსხვერპლი. დახმარების პაკეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჩამოაყალიბოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია.

  • საქართველო შეძლებს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე, ევროპულ უსაფრთხოებას.
  • დიდი ბრიტანეთი უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

დეტალები: ჯონსონის განცხადებით, ქართველი ხალხი რუსული აგრესიის ფრონტზე ცხოვრობს და პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები კიბერ შესაძლებლობების გასავითარებლად გამოიყენოს.

  • "გაერთიანებულ სამეფოს აქვს მსოფლიოში წამყვანი კიბერ ძლევამოსილება და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არამხოლოდ საქართველოს, არამედ გაერთიანებულ სამეფოს და ყველა სხვა თავისუფალ დემოკრატიას, რომელსაც რუსეთის მტრობა ემუქრება".

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში უკრაინამ და საქართველომ განიცადეს რუსული სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები, როგორც უშუალოდ მათ ტერიტორიებზე, ისე ირიბად კიბერ და სხვა თავდასხმებით.