მადრიდში გამართული სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნები პარტნიორების პრაქტიკული და სპეციალიზებული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: NATO-მ გადაწყვეტილება ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის გამო მიიღო.

  • გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ალიანსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

დეტალები: ქვეყნები შეთანხმდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვას მხარდაჭერაზე.

  • "ჩვენ ვიმუშავებთ მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად".
  • "ჩვენ, ასევე, გავაძლიერებთ შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის".

გარდა ამისა, ალიანსი შეთანხმდა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.

  • "ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას".
  • "გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე".