რა აღმოჩნდა ის "მეტი ინფორმაცია" — წასულებმა განცხადება გაავრცელეს
ქართული ოცნებიდან წასულმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ პარტიიდან წამოსვლის მიზეზები და გავიგოთ, რას ნიშნავს "ხალხისთვის მეტი სიმართლის თქმა". როგორც ჩანს, ამაში რევოლუციური თეორიების განვრცობა და ანტიდასავლური რიტორიკა იგულისხმება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ღარიბაშვილი იმუქრებოდა, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, ყველაფერს "ფარდას ახდიდა", თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
- სავარაუდოდ, ქართული ოცნების მესიჯბოქსი, რომელიც ანტიდასავლურ ნარატივებს შეიცავს, ახლა ამ სამმა დეპუტატმა უნდა გაავრცელოს, რომლებიც ტექნიკურად პარტიას აღარ წარმოადგენენ.
- ამას ნაწილობრივ არც წამოსულები მალავენ და ამბობენ, რომ იტყვიან იმაზე უფრო მეტს, რისი თქმაც მმართველ გუნდს შეუძლია.
"რევოლუციური" სცენარი: როგორც პარტიაში ყოფნისას, ისე ახლა, დეპუტატები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, მაგრამ უფრო ვრცლად.
- ისინი ამტკიცებენ, რომ არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში რევოლუცია სურთ, ამისათვის კი 2 სცენარი იყო შემოშავებული: მოკლევადიანი და შედარებით გრძელვადიანი.
- დეპუტატების მტკიცებით, მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი, რომლითაც "ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენეს" და ხალხში ემოციური ფონის შექმნას შეეცადნენ.
- მეორე სცენარის მიხედვით, ამ "დიდმა ძალებმა" კანდიდატობაზე უარის თქმით შექმნეს ემოციური ფონი, რასაც "რეფორმების თავს მოხვევა უნდა მოჰყვეს, რომელთა მიზანი ხელისუფლების ცვლილება და სასამართლოს მისაკუთრებაა".
"ომის" სცენარი: წასულები ამბობენ, თითქოს ევროპარლამენტარ მიხაილ გალერს "ათქმევინეს", ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. მათი აზრით, სწორედ ამ ფრაზიდან იკითხება მთავარი მიზანი:
-
"პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს".
- მათივე მტკიცებით, "ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები სწორედ ამის გამო იყვნენ" და ეს პიტერ აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.
- ამ ვერსიის შესაჯამებლად დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველო ამ "დიდ ძალებს" მხოლოდ საომრად სჭირდებათ, ქართველ ხალხს კი საზარბაზნე ხორცად განიხილავენ.
აქედან გამომდინარე, სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის აზრით, "მათ" კარგად ესმით, რომ არც ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას საბედისწერო ომისთვის და არც ივანიშვილი მოსთხოვს ამის გაკეთებას.
- ამის შემდეგ ისინი ე.წ. ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეას ეხმაურებიან.
- მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ სჭირდებათ ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ, ანუ "ენმ და მასთან დაკავშირებული NGO ლიდერები თუ სატელევიზიო არხები".
ვინ არიან "დიდი ძალები": დეპუტატების მტკიცებით, ეს სცენარი დაიგეგმა ბაკურიანის შეხვედრაზე, რისთვისაც რევოლუციის ცნობილი სპეციალისტი პიტერ აკერმანი ჩამოიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ამას ირაკლი კობახიძე უკვე თვეებია იმეორებს.
- წამოსულების მტკიცებით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენმ, მისი "მედია და ენჯეოსატელიტები".
- აქედან ირკვევა, რომ დეპუტატები რევოლუციური გეგმის მთავარ ორგანიზატორად არათუ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ უფრო "დიდ ძალას ასახელებენ".
- ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა გახდა საჭირო, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.
- ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, შესაძლოა, რომ "დიდ ძალებში" დასავლეთს გულისხმობდნენ.
ამას ამტკიცებს ისიც, რომ დეპუტატები ამბობენ, კანდიდატის თემა "ერთგვარი "სათაგური" იყო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს". აქაც არაა დაკონკრეტებული, ვის გულისხმობენ.
- მათივე თქმით, ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც "ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს".
- დეპუტატების მტკიცებით, თავდაპირველად საქართველოს მიერ განაცხადის შეტანა პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა დაეანონსებინა.
- თუმცა "სცენარის ჩაშლის" შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს".
- თუ აქამდე მმართველი გუნდი ევროპულ პერსპექტივასაც კი ისტორიულ მიღწევად გვისახავდა, მისი ყოფილი წევრები ახლა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება "არაფრისმომცემია".
ანტიდასავლური რიტორიკა: განცხადება შეიცავს კიდევ რამდენიმე ნარატივს, რომელიც ანტიევროპულ განწყობებს აძლიერებს და პრორუსული ჯგუფების მესიჯბოქსებს ჰგავს.
- მაგალითად, ამტკიცებენ, თითქოს მოლდოვას სტატუსის მისაღებად რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვეს და "უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს".
- ავითარებენ იმ აზრსაც, თითქოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვეში მოგვანიჭებენ, თუ ომში არ ჩავერთეთ ან სანქციები არ დავაწესეთ.
- აქვე ხარვეზების გამოსასწორებლად მოცემულ ვადას მოგონილს უწოდებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მღელვარება არ განელდეს.
- ამას გარდა, ავითარებენ მოსაზრებას, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის "30-წლიან მოსაცდელშიც" არ შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ.
რა არის დეპუტატების "მიზანი": პარტიიდან წასულების თქმით, მათი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც ქვეყანა "არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს".
- გარდა ამისა, მათი თქმით, მეორე მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები