NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხობის თვალსაზრისით საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. აღნიშნულ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება მოსახლეობის 41 პროცენტი, სრულად - 11.

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით, CRRC-იმ 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხული 2 493 მოქალაქე წარმოამდგენლობითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეირჩნენ და პირისპირი ინტერვიუს სახით გამოკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარია 2,7 პროცენტი. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.