სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სათავსო შენობაში იყო

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა იკრძალება.

დეტალები: სუს-ის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე ექსპერტიზაა დანიშნული.

  • გამოძიება კი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.