შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 2023 წლის 19 ოქტომბერი დაასახელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბორის ჯონსონი და მისი პარტია შოტლანდიის რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

  • ისინი ამბობენ, რომ ეს საკითხი მოგვარდა 2014 წელს, როდესაც შოტლანდიელების უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი არ დაუჭირა.

დეტალები: ნიკოლა სტერჯენის თქმით, კითხვა იქნება იგივე, რაც ბოლო რეფერენდუმზე, რომელიც 2012 წელს ჩატარდა — უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო?"

  • მინისტრმა ოფიციალური თანხმობისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს წერილობით მიმართა.
  • ბრიტანეთის მთავრობამ თქვა, რომ ისინი მინისტრის წინადადებას განიხილავენ, თუმცა მათი პოზიცია, რომ ახლა ამის დრო არ არის, არ შეცვლილა.