სოზარ სუბარი

28 Jun. 2022, 23:17

რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლითაც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი მცდელობები, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ჩვენ ეს საფრთხე აგვაცილოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ — ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ჩვენ ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა, როცა ხარ მმართველი გუნდის წევრი. [...]

რამდენად გაუგებარი იყო, თუ გასაგები, გაიგებთ ამ დღეებში, როცა განცხადებებს გავაკეთებთ. საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როცა ხარ მმართველ გუნდში, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული შეზღუდვები. მათ შორის, ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს და მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ