ეს პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე წუთის წინ პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებას აპროტესტებდნენ და იქ იყვნენ მობილიზებული. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე არიან ე.წ. მმკ-ს წარმომადგენელი სასულიერო პირები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში პრაიდის ღონისძიებების ფონზე ჰომოფობიური ჯგუფები აქტიურდებიან და ცდილობენ ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ.

  • ხელისუფლების უმოქმედობა, მათი განცხადებები და მოძალადეების დაუსჯელობა ახალისებს ჰომოფობიას.

დეტალები: კაფე მზიუში ლგბტ დროშა დღეს, 28 ივნისს ჩამოკიდეს. როგორც ანა გოგუაძე წერს, მალევე ადგილზე პოლიცილები მივიდნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ მათთან ზარი შევიდა და აინტერესებდათ, მართავდნენ თუ არა აქციას.

  • "არაფერს არ ვაპირებთ, უბრალოდ, ეს ყველას კაფეა და ყველას უფლებებს სცემს პატივს", — აღნიშნა მან ფეისბუქზე.
  • მოგვიანებით კაფე მზიურმა იქ შეკრებილი ჰომოფობების ფოტოები გაავრცელა და დაწერა: "დროშას არ მოვხსნით".
  • ადგილზე მობილიზებულია პოლიცია