სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირი მოხუც კაცზე ფიზიკურად ძალადობს. ვიდეოში ისმის, რომ კაცი პატიებას სთხოვს მათ და ყვირის დახმარების სათხოვნელად.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ფორმულას ცნობით, ამ პირებმა კაცზე ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს, ვიდეოში კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს ფიზიკური ძალადობა.

რას ამბობს შსს: უწყების ცნობით, ამ დროისათვის საქმეზე 2 პირია დაკავებული, ხოლო იმაზე, თუ რა მუხლით იწყება გამოძიება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.