თორის მეოთხე ფილმის, Thor: Love and Thunder-ის გადაღებების დროს ფილმის ვარსკვლავები — კრის ჰემსვორტი და ნატალი პორტმანი ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად დროებით ავსტრალიაში გადავიდნენ, სადაც სახალისო თუ საინტერესო თავგადასავლები კადრს მიღმაც არ აკლდათ.

ცოტა ხნის წინ ნატალი პორტმანი სტუმრად ჯიმი კიმელის შოუში იმყოფებოდა. ნატალის თქმით, ავსტრალიაში მისი შვილები ახალ სკოლაში კრის ჰემსვორტის შვილებთან ერთად დადიოდნენ. ავსტრალიაში კრისი ძალიან პოპულარული ყოფილა, ამიტომ გადამეტებული ყურადღებისგან თავის დასაცავად საინტერესო მეთოდს მიმართავდა.

ნატალის თქმით, ერთხელ ბავშვები სკოლიდან ერთად მიიყვანეს. თავად ფანებისთვის მარტივად შესამჩნევი არაა, რადგან, მისი თქმით, ტანით პატარაა და სხვა მშობლებს შორის მარტივად იმალებოდა. მათ შორის მოსიარულე კრისი კი "ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰგავდა", ამიტომ ყურადღებისგან თავის დასაძვრენად ხის უკან იმალებოდა.

"სადაც მიდის, ყველგან პოპულარულია, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილი ავსტრალიაშია. ამიტომ იმის დანახვამ, თუ როგორ იმალებოდა ხესთან, სუპერგმირების შესახებ სიტკომი მომაგონა", — თქვა ნატალიმ.

მარველის ახალი ფილმის, Thor: Love and Thunder-ის პრემიერა ივლისშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე: