ოკუპანტებმა გუშინ, 28 ივნისს პოლტავას რეგიონში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მონაცებებით, დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი დაკარგულად ითვლება.

  • კლინიკას 59-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 25 კრემენჩუკის რეანიმაციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  • კრემლი კი კვლავ ამტკიცებს, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ იარაღის საწყობი იყო.

დეტალები: როგორც უკრაინის შსს წერს, ამ დროისთვის ყველა ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის.

  • გრძელდება სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები.

რუსეთის მტკიცებით, წერტილოვანი დარტყმით განადგურდა სამხედრო საწყობები, რომლებიც შემდეგ უკრაინელებს დონბასში უნდა გამოეყენებინათ.

  • ამბობენ იმასაც, რომ მეზობლად მდებარე "გაუქმებულ სავაჭრო ცენტრში" ხანძარი გაჩნდა, რაც საწყობებში განთავსებული შეიარაღების დეტონაციამ გამოიწვია.

უკრაინა აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაადგინეს იმ პილოტების სახელები, რომლებმაც სავაჭრო ცენტრი დაბომბეს.

  • "ამ დანაშაულისთვის არა მხოლოდ პუტინი, არამედ უშუალო დამნაშავეებიც დაისჯებიან", — ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.
  • პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში.

არქივიდან: რუსეთმა არაერთხელ დაბომბა სამოქალაქო ობიექტები, თუმცა ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ უდანაშაულო ადამიანებს კი არა, "სტრატეგიულ ობიექტებს" ესხმის თავს.

  • 9 მარტს რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ცდილობდა, მსოფლიო დაერწმუნებია, რომ შენობაში უკრაინული "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული.