აშშ-ში, ატლანტაში მდებარე საბვეის რესტორნის თანამშრომელი კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პოლიციის თქმით, მკვლელობის მიზეზი სენდვიჩში ზედმეტი მაიონეზი გახდა. 36 წლის კაცი უკვე დაკავებულია.

"სენდვიჩს რაღაც სჭირდა, რამაც ის ისე გააბრაზა, რომ გადაწყვიტა, ჯავრი ორ თანამშრომელზე ეყარა", — განაცხადა პოლიციის უფროსმა.

კაცი თავს 26 და 24 წლის ქალებს დაესხა. 26 წლის ქალი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. სროლის დროს დაწესებულებაში დაშავებული ქალის 5 წლის შვილიც იმყოფებოდა.

"გულს მიკლავს იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა, იარაღი მიუშვიროს და მოკლას ადამიანი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სენდვიჩში ზედმეტი მაიონეზი იყო", — ამბობს რესტორნის თანამფლობელი.

პოლიციის უფროსის თქმით, იმედგაცრუებულია, რომ იარაღის მფლობელები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და წამიერი მოუთმენლობის გამო ოჯახებს ანადგურებენ:

"მინდა, ყურადღება ცეცხლსასროლ იარაღზე გავამახვილოთ. დიახ, ეს სენდვიჩის გამო მოხდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვიღაცამ კონფლიქტი უკან დახევით, საუბრით ვერ განმუხტა და გადაწყვიტა, საქმე ასე მოეგვარებინა. შედეგად, განადგურებული ოჯახები გვყავს", — განაცხადა პოლიციის უფროსმა.