"მოხოდეთ ეს პოსტი", "გადავაზიაროთ" — ავალებს თუ არა ბათუმის საკრებულოს დეპუტატი სტუდენტებს ოპოზიციის დაცინვას
TV 25-ის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, რიჩარდ სირაბიძეს ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიაში სტუდენტები ჰყავს ჩართული. ტელეკომპანიის განცხადებით, მოიპოვეს სქრინები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის ჩატიდან, რომელშიც სირაბიძე პოსტების გაზიარებას ითხოვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება სოციალურ ქსელებში ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული და პარალელურად, მხარდაჭერის იმიტირებას ცდილობს.
- ამ თემაზე On.ge-მ მკითხველს რამდენჯერმე უამბო და ის პროსახელისუფლებო გვერდები გამოავლინა, რომლებიც მმართველი პარტიის ნარატივებით ოპოზიციას, აქტივისტებს და უფლებადამცველებს ესხმიან თავს.
- შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ფეისბუქმა მმართველ გუნდთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელიც წაშალა, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდა.
- გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ სტუდენტური თვითმართველობების დამოუკიდებლობა ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და მათ ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
დეტალები: TV 25-ის ინფორმაციით, ჩატს BSU 41 ქვია. მათ გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ დეპუტატი სტუდენტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებზე დამცინავ პოსტებს უგზავნის და თვითმართველობის თავმჯდომარესთან ერთად გადაზიარებას ითხოვს.
- მაგალითად, ვხედავთ ელენე ხოშტარიაზე, აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე და წამყვან მიშა მშვილდაძეზე ირონიულ პოსტებს.
- "მოხოდეთ ეს პოსტი", "გადავაზიაროთ და დავცინოთ", "დავაჰაჰავოთ", "გადააზიარეთ ეს აგენტი", — ეს იმ შეტყობინებების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს.
- გარდა ამისა, დეპუტატი ითხოვს სქრინებსაც იმის დასტურად, რომ პოსტი გადააზიარეს.
რას ამბობს სირაბიძე: ის TV 25-ის ჟურნალისტთან არ გაჩერდა და ყოველ ჯერზე კითხვას თავი აარიდა.
- თუმცა სქრინების შინაარსი ნაწილობრივ დაადასტურა, როდესაც კითხვას — რა სტატუსითაა ბსუ-ს ჩატში — ასე უპასუხა: "არ არის ეგ ბსუ-ის ჩატი, არაა".
- ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ ნანახი აქვს მისი მესიჯები, რაზეც სირაბიძემ თქვა: "მშვიდობაში გქონდეთ, რა ვქნა ახლა".
რას ამბობენ თვითმართველობაში: თავმჯდომარე ლიკა დიასამიძე ამტკიცებს, რომ ის და სირაბიძე არანაირ დავალებებს არ გასცემენ, მხოლოდ მეგობრები არიან და საქმიანი ურთიერთობა არ აქვთ.
- მან განაცხადა, რომ მსგავსი დავალებების გაცემის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ როცა ჟურნალისტმა შესთავაზა იმ სქრინშოტების ნახვა, რომელითაც ეს დასტურდება, პასუხად მიიღო: "მოეშვით პროვოკაციას, უნდა გეჩვენებინათ აქამდე".
- ჩატში მყოფი სხვა სტუდენტები უარყოფენ, რომ საკრებულოს დეპუტატისგან და თვითმმართველობის თავმჯდომარისგან მსგავს დავალებებს იღებენ.
- TV 25-თან სატელეფონო ინტერვიუში ერთ-ერთი სტუდენტი კითხვაზე — რატომაა დეპუტატი მათ ჩატში — პასუხობს, რომ არ იცის.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები