დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 20-დან 26 ივნისის ჩათვლით აღწერილი მონაცემია. მათივე თქმით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ ანახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა — 2 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 646.

  • სულ ჩატარდა 63 404 ტესტი;
  • მათ შორის, ანტიგენის — 57 457, PCR — 5 847 PCR
  • 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1,67%