ირაკლი კობახიძე

28 Jun. 2022, 00:26


კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული და ახალი არაფერია, ხომ. ესაა კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამის კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში, მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერებს, ასევე, მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის, სირცხვილიას ლიდერებს და ა.შ ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა. ესაა პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ასეთი რაღაცები — ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე ხუნტის მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას [...] ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს.

ამბობს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. 24 ივნისს აქციაზე შინ ევროპისკენ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რომელიც EU-ს რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს მომარაგებული გვექნება პირბადეები, წყალი, წყალბადის ზეჟანგი — პიცერია პაცცა

დღეს 19:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას გეგმავენ. პიცერია პაცცა აქციის…