მექსიკელმა სკოლის მოსწავლემ გამოიგონა ბიუსჰალტერი, რომელიც მკერდის კიბოს დროული აღმოჩენის უნარით გამოირჩევა. მოსწავლის ინსპირაციის წყარო დედამისი იყო, რომელმაც კიბოს გამო ორივე მკერდი დაკარგა.

მკერდის კიბოს განკურნება, თუ ის დროულად იქნა აღმოჩენილი, თითქმის 100%-ით არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ქალების უმრავლესობა არც თუ ისე ხშირად იტარებს გამოკვლევებს. ხულიან კარტუს გამოგონება მოიცავს ტექნოლოგიას, რომელიც ბიუსჰალტერზეა მიმაგრებული. ინოვაცია დაახლოებით 200 ბიოსენსორს იყენებს, რომელიც მკერდის მიდამოების გამოსახულებას ქმნის. ის მონიტორინგს უწევს ყველა ცვლილებას, რომელზეც მკერდი რეაგირებს. მათ შორის ტემპერატურის, ზომისა და წონის ცვლილებას.

ნებისმიერი გამოკვლევის უმთავრესი მიზანი სწორედ მკერდის ზომისა და წონის ცვლილების გამოვლენაა. ტემპერატურის საზომი სენსორი, როგორც გამომგონებელი ამბობს, სისხლძარღვთა სფეროების გასაანალიზებლად არის, რომელიც სპეფიციკურ ზონებში ზედმეტი რაოდენობის სისხლის მიწოდებას ასახავს. მისი აზრით, დიდი რაოდენობით სისხლის მიწოდება სიმსივნის გამომწვევია.

ჟულიან კანტუს გამომგონებამ უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას. მან პროდუქტის გასაუმჯობესებლად GSEA-სგან $20 ათასი მიიღო.