სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების მშვიდობიანად, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც ლგბტ+ თემის, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვის კუთხით.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში პრაიდის ღონისძიებების ფონზე პრორუსული ჰომოფობიური ჯგუფები იკრიბებიან და ცდილობენ მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ.

  • 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
  • ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟუნრალისტზე იძალადეს — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

დეტალები: ლომჯარია ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ აუცილებელია გასული წლის 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილების გათვალისწინება.

  • აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.
  • მიუთითებს იმაზეც, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას სტატუსის მისაღებად ღონისძისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს მიცემული, ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
  • ის გომელაურს მოუწოდებს, კვირეულთან დაკავშირებით სავარაუდო მუქარისა და ძალადობის ქმედებებისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ეფექტიანად წარმართოს.

მანამდე, პრაიდის კვირეულზე განცხადება გამოაქვეყნა შსს-მაც და ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

  • უწყება "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტის აღკვეთისა და მკაცრი სამართლებრივი რეაგირების" გარანტიას იძლევა.
  • დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსი მოძალადეები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში დღეს დაიბარეს.
  • მოგვიანებით, უწყებაში თქვეს, რომ პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს მუქარაზე, გამოძიება დაიწყეს.