საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად მაღალმთიან რაიონებში მეწყრული პროცესები განვითარდა. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 26 ივნისს მოხდა.

  • სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის მოტოციკლით გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ღვარცოფი ჩამოწვა და მდინარეში ჩაიყოლა.
  • ვიდეოში ასევე ჩანს, რომ გზაზე კიდევ 2 ადამიანი მოძრაობდა, თუმცა ჩამოწოლილ მასას გადაურჩნენ.