მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად ავსტრიის დედაქალაქი ვენა დასახელდა. ქალაქს ეს ტიტული ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Economist-მა მიანიჭა ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით.

ავსტრიის დედაქალაქი საცხოვრებლად საუკეთესო დასახლების წოდებას 2018 და 2019 წლებშიც ფლობდა, თუმცა, კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმისა და რესტორნების გამო, გასულ წელს ათეულშიც ვერ მოხვდა. გამოცემის ცნობით, ქალაქის მთავარი ხიბლი სტაბილურობა და კარგი ინფრასტრუქტურაა, ამასთან, გამართული ჯანდაცვის სისტემა და კულტურულ-გასართობი ადგილები.

The Economist-მა წლევანდელ წელს მსოფლიოს მასშტაბით 173 ქალაქი შეაფასა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, ჯანდაცვა, კრიმინალის შემთხვევები, პოლიტიკური სიტუაცია, ინფრასტრუქტურა და მწვანე საფარი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩამონათვალში არ აღმოჩნდა კიევი, თუმცა, რუსული ქალაქები — მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების ფონზე რეიტინგში გვარიანად ჩამოქვეითდა.

ქვემოთ კი ნახავთ საუკეთესო ათეულს — რომელი ქალაქებია საცხოვრებლად საუკეთესო მსოფლიოში.

10. ოსაკა, იაპონია

ფოტო: Philip Fong / AFP / Getty Images

9. ამსტერდამი, ნიდერლანდები

ფოტო: Remko De Waal / AFP / Getty Images

8. ტორონტო, კანადა

ფოტო: Creative Touch Imaging Ltd. / NurPhoto / Getty Images

7. ფრანკფურტი, გერმანია

ფოტო: Sebastian Gollnow / Pool / AFP / Getty Images

6. ჟენევა, შვეიცარია

ფოტო: Athanasios Gioumpasis / Getty Images

5. ვანკუვერი, კანადა

ფოტო: Mert Alper Dervis / Anadolu Agency / Getty Images

4. კალგარი, კანადა

ფოტო: Artur Widak / NurPhoto / Getty Images

3. ციურიხი, შვეიცარია

ფოტო: Piotr Piwowarski / NurPhoto / Getty Images

2. კოპენჰაგენი, დანია

ფოტო: Emil Helms / Ritzau Scanpix / AFP / Getty Images

1. დაბოლოს — ვენა, ავსტრია

ფოტო: iStock