მოსწავლეების სამოქალაქო განათლებით მეტად დაინტერესების მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ჩაატარა კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის ამ საგნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ ორიგინალური იდეები, თუ როგორ წარმოუდგენიათ, სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და გახალისება.

ფოტო: USAID

გამოვლინდა 10 საუკეთესო იდეის წარმდგენი მონაწილე/მონაწილეთა ჯგუფი მიღებული 300-ზე მეტი განაცხადიდან. ესენი არიან:

  1. ქ. წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბენიძე;
  2. სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჯინჭარაძე;
  3. თბილისის არქიმედეს სკოლის მოსწავლე ალექსანდრა წულაია;
  4. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თეკლა მუხადგვერდელი, შოთა ილაშვილი, ნუცა ნოდია, ვასო კუსიანი და რეზო ყაველაშვილი;
  5. დამალის საჯარო სკოლის მოსწავლე ვართუი მარკოსიანი;
  6. თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები სალომე ჯიბლაძე და კახა კილაძე;
  7. ქ.რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი დუგლაძე;
  8. სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა-მარია სანიკიძე და მარიამ ხუხუნაიშვილი;
  9. სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია თავდიშვილი, ნიკუშა ირემაძე და ეკატერინე სანდუხაძე;
  10. ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მოსწავლე მარიამ ნაცვლიშვილი.

ფოტო: USAID

10 საუკეთესო განაცხადიდან, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, შემდეგი სკოლებიდან:

  1. ქ.რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი დუგლაძე;
  2. სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია თავდიშვილი, ნიკოლოზ ირემაძე და ეკატერინე სანდუხაძე;
  3. ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლე მარიამ ნაცვლიშვილი.

10 საუკეთესო იდეის წარმდგენ მონაწილეს/მონაწილეთა ჯგუფს, გადაეცემათ პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების თემატიკასთან დაკავშირებული სამაგიდო თამაში. ხოლო 3 გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცათ ბიბლუსის 1 000-ლარიანი ვაუჩერი. ამასთანავე, გამარჯვებულ მონაწილეებს უმასპინძლა ამერიკის საელჩომ და USAID-ის ოფისმა, სადაც მათ გადაეცათ პრიზები და მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ საელჩო და მიეღოთ ინფორმაცია სამოქალაქო განათლების კუთხით მიმდინარე პროექტების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესს გახდეს უფრო სახალისო, მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთონ სასკოლო-თემის ცხოვრებაში, დაიცვან გარემო, იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე და დაუპირისპირდნენ ჩაგვრასა და უსამართლობას.