ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ გუშინდელ სამიტზე იხუმრეს, სადაც მთავარი თემა უკრაინაში შეჭრა იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინი "სიძლიერის" დემონსტრაციისთვის ხშირად ავრცელებს ფოტოებს ვარჯიშიდან, თევზაობიდან და ა.შ.

  • უმეტეს მათგანში რუსეთის პრეზიდენტი წელსზევით შიშველია — კადრებს კრემლის პროპაგანდა იმის საჩვენებლად იყენებს, რომ ის ფორმაშია, ჯანმრთელია და ქვეყნის მართვა შეუძლია.
  • მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედიამ რამდენჯერმე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ცხენზე მკერდმოშიშვლებული ზის, ატარებს ოქროს ჯაჭვს, სათვალეს და აცვია სამხედრო შარვალი.

დეტალები: სამიტზე პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა იხუმრა, შემდეგ კი ჯანსტინ ტრუდომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განავრცეს.

  • "გავიხადოთ ქურთუკები, თუ კიდევ უფრო მეტი რამ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ", — ამბობს ჯონსონი.
  • "მკერდმოშიშვლებული ჭენება", — პასუხობს კანადის პრემიერმინისტრი.
  • "ოჰ, დიახ, ჭენება საუკეთესოა", — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.