ამის შესახებ მათ ბავარიაში G7 -ის სამიტზე განაცხადეს. ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, საჭიროა, რომ პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროები შეუწყვიტონ, ბრიტანეთი და მოკავშირეები კი სწორედ ამას აკეთებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ჯონსონი ამბობს, ეს შეზღუდვები პირდაპირ რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას დაარტყამს.

დეტალები: ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვაზე ოფიციალურ განცხადებას სამშაბათს გააკეთებს.

  • Reuters-ის წყარო ამბობს, რომ დიდი შვიდეულის ლიდერები, გარდა ოქროს იმპორტისა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
  • რუსული ოქროს ექსპორტი შარშან 12,6 მილიარდი ფუნტი იყო, ანუ 15,45 მილიარდი დოლარი.