განცხადების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება.

რატომ არის მნიშვნელოვანი:პრეზიდენტი ბოლო დროს "ოცნების" ხელისუფლების განცხადებებს პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებს.

  • პასუხად, პარტიის სპიკერებმა, რომლებიც ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, მისი კრიტიკა დაიწყეს.
  • მათი მტკიცებით, პრეზიდენტი "თვითნებურად" იქცევა, საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ერევა და კონსტიტუცია რამდენჯერმე დაარღვია.

დეტალები: 25 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია უნდა შეაჩერონ.

  • ქართული ოცნება ამბობდა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
  • 29 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადან ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

რაზე ედავება საკონსტიტუციოში მთავრობა ზურაბიშვილს: მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოაგდენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

  • შესაბამისად, მათი თქმით, მთავრობა ითხოვს განმარტებას ინტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.

როგორ განმარტავს საკონსტიტუციო სარჩელის მიღებას: მათი თქმით, საგარეო პოლიტიკისა და საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრამ, შესაძლოა, წარმოშვას კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.