რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 122-ე დღეს — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგები განაახლა. უწყების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 34 700 რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. მათ არ უთქვამთ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ, როდესაც განაცხადეს, რომ დაღუპულია 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი.
- ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.
რიცხვებში: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 1 511 რუსული ტანკი, 764 საარტილერიო და 99 საზენიტო საბრძოლო სისტემა. გარდა ამისა:
- 217 თვითმფრინავი;
- 184 ვერტმფრენი;
- 14 გემი, ნავი;
- 2 560 საავტომობილო ტექნიკა.
რა დანაკარგები აქვს უკრაინას: შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, რასაც სტრატეგიულ მიზნებით ხსნიან. ბოლო მონაცემები 11 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა გაავრცელა.
- ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს.
- რადას ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია კი ამბობს, რომ ყოველდღიურად დონბასში 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი შავდება, 200-დან 500-მდე კი იღუპება.
მანამდე, პირველ ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ დღიური დანაკარგები 60-დან 100-მდე ჯარისკაცია.
ფართო სურათში: დონბასში, დაძაბული ბრძოლებია. ბოლო 2 კვირაში დაღუპულთა რიცხვის ზრდა, შესაძლოა, სწორედ ამას და სამხედრო ტექნიკის სიმცირეს უკავშირდებოდეს.
- არახამიას ინფორმაციით, ბრძოლებისთვის ახლა მილიონამდე ადამიანი ყავთ მობილიზებული და კიდევ 2 მილიონის მობილიზება შეუძლიათ, თუმცა საჭირო იარაღი არ აქვთ.
- უკრაინა რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს ტექნიკას, შედეგად, ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყნისგან დამატებითი დახმარება მიიღეს.
- გარდა ამისა, აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების ახალი პაკეტი შეიმუშავა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები